ქართული Русский English

იურისტი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სავაჭრო ცენტრი აცხადება ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: — ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, დანართები, გაფრთხილებები, სარჩელები და სხვა) მომზადება; — კორესპონდენციის წარმოება კომპანიის მოიჯარეებთან ან/და მესამე პირებთან; — ადმინისტრაციული საქმისწარმოება; — ნებისმიერ იურიდიულ საკითხზე თანამშრომელთა კონსულტირება; — პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; — პირდაპირი კომუნიკაცია მოიჯარეებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; — მიმდინარე ხელშეკრულებების აღრიცხვის სისტემატიზაცია (ბაზის შექმნა) და მოქმედების თარიღების კონტროლი; — სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედება და მათ მოთხოვნებზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; — კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა; — გარიგების იურიდიული ექსპერტიზა; — დავების სააღსრულებო წარმოება; — ურთიერთქმედება მარეგულირებელ, სამეთვალყურეო, სამართალდამცავი ორგანოებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: — უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით); — იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; — რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა); საჭირო პიროვნული უნარები: — კომუნიკაციის, მეტყველების და აკადემიური წერის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; — გუნდური მუშაობის უნარი; — საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი; — სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; — ანალიტიკურად აზროვნება; — ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: hrannakiki@gmail.com 2020 წლის 1 ნოემბრამდე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 07.10.2020