ქართული Русский English

"ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე. ძირითადი მოვალეობები: • პარტნიორების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება ყველა შესაძლო საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით; • გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და შედეგის მიღწევა; • მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი; • გაყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი; • გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მომზადება და მონიტორინგი; აუცილებელი უნარები: • გაყიდვების სფეროში მუშაობის მონიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ სამუშაო გამოცდილება და დამსაქმებელი კომპანიის დასახელება); • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel); • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ფლობა (უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; • შრომისმოყვარეობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი; • პუნქტუალურობა; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@biodiesel.ge . გთხოვთ სათაურის ველში - subject მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 16.11.2021