ქართული Русский English

ქოლ-ცენტრის ოპერატორი 750 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა; — მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; — საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება; — ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა; — თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); — ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: — ორგანიზებულობა; — სტრესული სიტუაციების მართვის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა; — კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: — სამუშაო განაკვეთი: 24 სთ, სამ დღეში ერთხელ — ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 24.12.2020