
ახლად გახსნილი კომპანია (სტარტ-აპი) "Simple Steps Solutions" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— საქმიანი კორესპოდენციის წარმოება
— კომპანიაში შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება
— შეხვედრების ორგანიზება (ამ მიზნით სათათბირო ოთახის მომზადება საკანცელარიო ნივთებით)
— კომპანიის აღჭურვა საჭირო საკანცელარიო ნივთებით
— უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
— უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
— რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
— ენერგიულობა
— მოტივირებულობა
— პუნქტუალურობა
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
— რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
— კრეატიულობა და სწრაფი ანალიზის უნარი
სამუშაო პირობები:
— სამუშაო ადგილი - თბილისი
— სამუშაო განრიგი - მცოცავი
— ანაზღაურება: საწყისს ეტაპზე - 750 ლარი (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 თვეში, ანაზღაურება იზრდება)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simplestepssolutions049@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.