
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისის ან თბილისის სათავო ოფისი.
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 329 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
— პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
— მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
— კომპანიაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამების მონიტორინგი.
— პროგრამის ავტორებთან და შესაბამის მომწოდებელთან კოორდინირებული მუშაობა
— სისტემების ახალი ვერსიებისა და ცვლილებების ტესტირება და დანერგვა
— სისტემების გამართული მუშაობისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
— სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბიზნეს აპლიკაციებში წვდომის დონის განსაზღვრა
— საშტატო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება
— პაროლების ცვლილება, განბლოკვა
— თანამშრომლების კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე
— შემოსული ზარებისა და წერილების დამუშავება, შესაბამისი რეაგირება
— ბეჭდვით ფორმების დამატება/ცვლილებების შეტანა
— ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
— მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
— საბანკო პროგრამა ALTA-ში და შესაბამისად საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
— საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
— ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
— ანალიტიკური აზროვნების უნარი
— სტრესული სიტუაციების მუშაობის უნარი
— ეფექტური კომუნიკაციის უნარი
— კრეატიულობა, ინოვაციურობა
— პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა
— ორგანიზებულობა
— კოლეგიალურობა, გუნდურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 18 იანვრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.