სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
— ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა.
— კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა/შესრულება/ანალიზი.
— თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, პირადი საქმეების მოწესრიგება, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
— თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა/ შესრულება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა.
— სამუშაო აღწერილობების ოპტიმიზაცია, ახალი პოზიციების ფუნქციებისა და მიზნების განსაზღვრა, თანამშრომელთა გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა.
— თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომების შემუშავება და სიახლეების ინიცირება.
— დეპარტამენტების მიზნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტრუქტურის მოდიფიკაცია.
— თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შეფასება, დასწრება/გაცდენების მონიტორინგი.
— ხელფასების მომზადების პროცესის სრული მართვა.
— ტრენინგების ან/და პროფესიული გადამზადებების საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/შესრულება და ეფექტიანობის გაზომვა.
— დასაქმების, სადაზღვევო, მონიტორინგის და სხვა საჭირო მომსახურების კომპანიებთან და სამსახურებთან ურთიერთობა.
— თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაო ხარისხის მეთვალყურეობა და შეფასება.
— უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით).
— საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
— ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით მინ 3 წლიანი გამოცდილება.
— აუცილებელია მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
— დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
— პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი.
— კრეატიულობა, გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
— შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
hr-1@chita.ge