ქართული Русский English

"UAB Skorpiono Takas" - გაყიდვების მენეჯერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
"UAB Skorpiono Takas" ბალტიისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც სპორტული ინვენტარის, კარტრიჯებისა და სახარჯი მასალების მომარაგებითაა დაკავებული. კომპანია 1992 წელს დაარსდა. საქართველოს ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა სახელით - "ST Georgia". შპს "სტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00; ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება; ** კომპანიის არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია; ** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების მონიტორინგი; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტაცია და მუდმივი მოლაპარაკებების წარმოება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში. ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა. ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** ენერგიული; ** გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი; ** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული; ** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარის მქონე; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofia@st-georgia.ge

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.03.2020