ქართული Русский English

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა და სასაქონლო მარაგების კონტროლი; ** კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის კოორდინირება და მართვა; ** საწყობში საქონლის მიღების და დასაწყობების კოორდინირება; ** სადისტრიბუციო ავტოპარკისა და სასაწყობე ფართის ზედამხედველობა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და ადმინისტრირება; ** რეგულარული ანალიზის ჩატარება და რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საწყობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო მასალებისა ან ფარმაცევტულ საწყობში მუშაობის გამოცდილებას; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** 3 თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი; ** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა; ** მეგობრული სამუშაო ატმოსფერო; ** ყველა საჭირო სამუშაო პირობა ეფექტურად მუშაობისთვის. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.nadimashvili@amts.ge. გთხოვთ, სათაურში ("subject"-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 17.03.2020