ქართული Русский English

ადმინისტრაციული ასისტენტი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. "ფინანსური ბიურო", საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს. კომპანია ამ დროისთვის სრულად არის გადასული დისტანციურ მუშაობაზე და როგორც სამუშაო პროცესი, ასევე, რეკრუტინგის ყველა ეტაპი ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება. "ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე თბილისში. აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს ჰქონდეს შესაძლებლობა იმუშაოს დისტანციურად; სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურება: 600 ლარი სამუშაოს აღწერა: — ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსებთან და სესხის ოფიცრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; — მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემური საკითხების აღმოჩენა და დროული რეაგირება; — ყოველდღიური რეპორტების წარმოება; — უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; — უმაღლესი განათლება; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook) კომპეტენციები და უნარები: — ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი; — სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; — პასუხისმგებლობის გრძნობა; — დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
შესაძლებელია დისტანციური მუშაობა
დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან ან თანამშრომლისთვის მოსახერხებელი სხვა ადგილიდან მუშაობას.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 22.04.2020