ქართული Русский English

სასაწყობე ნაშთების კოორდინატორი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ნაშთების კოორდინატორის თანამდებობაზე თბილისში. დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე. ფუნქცია-მოვალეობები: — საწყობში არსებული პროგრამული პროცედურების ანალიზი, ოპტიმიზაცია და მენეჯმენტი; — ​რეპორტინგის სისტემის აწყობა და მართვა; — საწყობის პროცესების გამართვის მიზნით, ახალი პროგრამული პროცედურებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება; — საწყობის გუნდის სრული და ყოველდღიური მხარდაჭერა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული; — Microsoft Office ცოდნა; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zurab@kanti.ge სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 29.04.2020