ქართული Русский English

საკრედიტო ოფიცერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: ქუთაისი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ქ. ზესტაფონი, ქ. ვანი, ქ. სამტრედია. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: — მომხმარებლებისათვის ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია; — კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება; — მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება; — საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება; — სესხის გაცემისთვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა; — რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა ორგანიზაციის რისკების სამსახურისათვის — სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; — ვადაგადაცილებული სესხების მართვა; — დაკრედიტების ბაზრის და კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი, ახალი კლიენტების მოზიდვა. აუცილებელი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში; — მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; — დაკრედიტების ძირითადი ასპექტების ცოდნა, — ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; — ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი; — კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი; — ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი. — ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; — ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა. შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი. დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@familycredit.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. მისამართი: ქ. ქუთაისი, ზ. ფალიაშვილის 35 ტელ: 032 214 8382; 032 214 0101

კონტაქტი

ტელეფონი 032 214 8382
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 01.05.2020