ქართული Русский English

ინტერნეტ მაღაზიის ადმინისტრაციული ასისტენტი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
ონლაინ მაღაზია "mag.ge" გუნდის ახალ წევრს ეძებს! პოზიცია: ინტერნეტ მაღაზიის ადმინისტრაციული ასისტენტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 სთ-ის ჩათვლით, (კვირაში 2 დღე დასვენება - არჩევით), შაბათი 10:00-14:00 სთ (აუცილებელი სამუშაო დღე). სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი. ანაზღაურება: 250 ლარი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: — მომხმარებელთა ინფორმირება საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ; — შეკვეთების მიღება, მომზადება-გადამისამართება შესაბამის საკურიერო სერვისზე; — მიღებული შეკვეთების კონტროლი, აღრიცხვა, რაპორტის მომზადება; — პროდუქციის მარაგების კონტროლი; — ვებსაიტზე ახალი პროდუქციის განთავსება (დამატებითი ანაზღაურებით ;)) — მომხმარებელთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია; — FB გვერდის ნაწილობრივ მართვა-კონტროლი, სიახლეების განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; — საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; — ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; — ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; — ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური). საჭირო უნარ-ჩვევები: — აუცილებელია გამართული მეტყველება; — კარგი კომუნიკაციის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი; — გუნდური მუშაობის, კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. — კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს კარგი დიქციითა და ემოციური მდგრადობით; — ბეჭდვის მაღალი სიჩქარე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mag.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ვებსაიტის ადმინისტრაციული ასისტენტი".
შესაძლებელია დისტანციური მუშაობა
დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან ან თანამშრომლისთვის მოსახერხებელი სხვა ადგილიდან მუშაობას.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 03.05.2020