ქართული Русский English

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C ERP სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge ძირითადი მოვალეობები: — კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა — პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა — პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება — კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება — პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება — კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა — გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა — პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა — კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი — სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი — შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება. პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით) — მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით - ჩაითვლება უპირატესობად, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც — გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა — საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა — უცხო ენების ცოდნა (რუსული - აუცილებელია, ინგლისური - ჩაითვლება უპირატესობად). პოზიციისთვის აუცილებელი უნარები/კომპეტენციები: — კომუნიკაბელურობა — დაგეგმვის და დროის მართვის უნარი — მოლაპარაკების წარმოების უნარი — დახვეწილი მეტყველების უნარი — პრეზენტაბელურობა — მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა — სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი — კრეატიულობა — ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი — მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა — დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი. სამუშაო პირობები: — ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი — სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 — ანაზღაურება: დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე, ფიქსირებული + ბონუსი. დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 13.11.2020