Apollo.Ge წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებით.
კომპანიას ესაჭიროება და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს, მოემსახურება მომხმარებლებს და მართავს განვადების სისტემას.
ინტერნეტ მაღაზია "Apollo.ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო მოვალეობები:
— ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
— ონლაინ განვადებების სისტემის მართვა
— პრობლემური სიტუაციების მართვა
— სხვა შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მართვა.
მოთხოვნები:
— სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში
— გაყიდვის უნარ-ჩვევები
— დისციპლინა და მოწესრიგებულობა
— გამართული მეტყველების უნარი
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
— სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
— მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე
— ასაკი: 21-27 წელი.
ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსების სისტემა გაყიდვების მიხედვით.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: apollocompany1234@gmail.com