ქართული Русский English

სერვის-მენეჯერი - პროფესიული 900 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სერვის-მენეჯერი - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა გახდი #სერვისმენეჯერი სწრაფად მზარდ დასუფთავების კომპანიაში, რომელიც გთავაზობს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას. დასუფთავების კომპანია ,,სუფთა სამყარო“ მომხმარებელს 15 წელია ემსახურება. კომპანია პროფესიონალური დასუფთავების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე რეგულარულ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც. ჩვენ კარგად გვესმის როგორ ეხმარება თანამშრომლის ტრენინგი და განვითარება კომპანიის ზრდასა და განვითარებას, ამიტომ გთავაზობთ მუშაობას კომპანიაში, სადაც: გასწავლიან ყველაფერს, რაც დაგეხმარება სამუშაოს კარგად შესრულებაში არ გთხოვენ უმაღლეს განათლებას და მუშაობის გამოცდილებას იქნები გუნდის წევრი, რომელსაც ენდობიან შენ განაპირობებ კომპანიის წარმატებას მთავარია გიყვარდეს სისუფთავე და გქონდეს მენეჯერული უნარები. ⏱ სამუშაო საათები 08:30-16:00 ანაზღაურება 900 ლარი ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე გამოაგზავნე რეზიუმე hr@cleanworld.ge და საგანში მიუთითე „მომსახურების მენეჯერი“. წარმატებებს გისურვებ

კონტაქტი

ტელეფონი 599 542 416
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 19.11.2020