ქართული Русский English

ექთანი-ფლებოტომისტი/რეგისტრატორი 750 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ექთნის (ფლებოტომისტის)-რეგისტრატორის ვაკანსიას დიღმის ფილიალში (მისამართი: ლუბლიანას ქ. 38ა). კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით. ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით. ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 3 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — შესაბამისი სამედიცინო განათლება — სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი — ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. დამატებითი მოთხოვნები: — პაციენტის მიღება და რეგისტრაცია (უნდა შესარულოს მოლარე-რეგისტრატორის) ფუნქციაც — საექთნო მანიპულაციების შესრულება/ფლებოტომია. — ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის (სისხლის ვენიდან) აღება; — უსაფრთხოების წესების დაცვა. — ტექნიკურად გამართული ვენაპუნქციის შესრულება. უნარ-ჩვევები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; — ენერგიული; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; — დეტალებზე ორიენტირებული. — დროის მართვის უნარი. კლინიკა "ენმედიცი" გთავაზობთ: — კომფორტულ სამუშაო გარემოს — მუშაობას გუნდის გამოცდილ წევრებთან ერთად — კარიერული ზრდის პერსპექტივას. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9სთ-დან 5სთ-მდე. შესაძლებელია შაბათსაც მოუწიოს მუშაობა, 2 საათამდე. ანაზღაურება: 750 ლარიდან. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 15.04.2021