ქართული Русский English

მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის რეგისტრატორი 500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის რეგისტრატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 ანაზღაურება: 500 ლარი სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს) ძირითადი ფუნქციები: — პაციენტების ისტორიის გახსნა; — სსიპ სპეციალური სააგენტოს პორტალზე სახელმწიფო ბენეფიციარების შეტყობინების გადაცემა, მკურნალობის მიმდინარედ ცვლილების დაფიქსირება და რიგ შემთხვევებში დახურვა; — ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის სისწორის გაკონტროლება; — საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებისთვის შეტყობინების გადაცემა და დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას; — პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან თანაგადახდის წილის დათვლა და სალაროს მომსახურება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც. — აუცილებელია ER-ში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; — სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა. პიროვნული უნარები: — ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; — ორგანიზებულობა; — დეტალებზე ორიენტირება; — პასუხისმგებლობა; — კონფიდენციალობა. ენები: — ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; — ინგლისური (B1) — რუსული. კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: — კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vivomedical.ge 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ER რეგისტრატორი"). გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 07.04.2021