ქართული Русский English

რეგისტრატორი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. მდებარეობა: დიღმის მასივი, ჩაჩავას 1 სამუშაო განრიგი: სრული 9:30-18:30 ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი მოვალეობები: — პაციენტების რეგისტრაცია; — ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით; — პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; — საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო) — გამართული ვერბალური უნარები — რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა — სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე — პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: — თავაზიანობა და ენერგიულობა — ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, აკურატულობა — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — დეტალებზე ორიენტირება — ეფექტური კომუნიკაციის უნარი — კონფიდენციალურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: pathologyresearchcenter@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 06.04.2021