ქართული Русский English

რეგისტრატორი 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ვივო მედიქალ ჯგუფი საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა. ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შპს "პათოლოგიის კვლევით ცენტრში" რეგისტრატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 18:30; შაბათი 10:00 - 15:00; ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი ფუნქციები: — პაციენტების რეგისტრაცია; — ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; — პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ; — სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა ენიჭება სამკურნალო ფაკულტეტს); — იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; — სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; პიროვნული უნარები: — ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; — ორგანიზებულობა; — დეტალებზე ორიენტირება; — პასუხისმგებლობა; — კონფიდენციალობა. ენები: — ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; — ინგლისური - საკომუნიკაციო დონე; — რუსული - საკომუნიკაციო დონე. კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები ჩვენ გთავაზობთ: — კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი"). გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 14.04.2021