კომპანიის შესახებ:
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანადანადგარებით.
„ფაბრიკა 1900“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის თანამდებობაზე
მოვალეობები:
- პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
- პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
- ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა;
- ავტოდამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ხარვეზების იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
- მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
მოთხოვნები:
- იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- ანაზღაურება: 800 ლარი (3 თვის შემდგომ 1000 ლარი)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00
- სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი; ტრანსპორტირებას თბილისიდან (დიდუბის მიმდებარე ტერიტორია) და პირიქით უზრუნველყოფს კომპანია;
- სამუშაო სივრცე: წარმოების/წარმოების გარე ტერიტორია
- ვაკანტური ადგილების ოდენობა: 2
ჩვენი კომპანიის, თანამდებობისა თუ სამუშაო პირობების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე (0322122030) ან ელექტრონულ ფოსტაზე
(HR@fabrica1900.ge);
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს !