
"ბროკერიჯი" წარმოადგენს გაყიდვების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის სანდო, პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
კომპანია მეტწილად (და არამხოლოდ) მოღვაწეობს საქართველოს უძრავი ქონების სფეშო; მუშაობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან და დამკვეთებთან.
„ბროკერიჯი“ აცხადებს განაცხადების მიღებას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა აღწერა:
• გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ობიექტების მოძიება; მფლობელ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
• ინფორმაციის დამუშავება, რეგისტრაცია კომპანიის მონაცემთა ბაზასა და წინასწარ განსაზღვრულ პორტალებზე;
• უძრავი ქონების პოტენციური მომხმარებლის მოძიება; მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და პროდუქტის დეტალური გაცნობა/შეთავაზება;
• დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
• მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
• საჭიროებისამებრ სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოთხოვნა/მიწოდების შესახებ კომუნიკაციის დამყარება;
• არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;
პროფესიული მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი კომუნიკაციების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე;
განათლება:
• ბაკალავრიატი ან სპეციალური განათლება საქმიანობასთან შესაბამის სფეროებში;
• საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
• ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;
აუცილებელი პიროვნული უნარ/თვისებები:
• კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა;
• სხარტი აზროვნება/ქმედება და საქმის ბოლომდე კეთება;
• ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
• თვითდისციპლინისა და ორგანიზების კარგი უნარი;
• გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
• შედეგზე ორიენტირება;
რას გთავაზობთ „ბროკერიჯი:“
• უწყვეტ პროფესიულ თეორიულ/პრაქტიკულ ქოუჩინგს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) საქმის სპეციფიკის სრულყოფილად დასაუფლებლად;
• სრულ ჩართულობას კომპანიის ზრდის ეტაპზე, რა დროსაც განიხილება და დაფასდება თქვენი მოსაზრებები და ინიციატივები;
• სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს;
• მოწესრიგებულ, სასიამოვნო და კოლექტიურ სამუშაო გარემოს;
• Performance-ზე დაყრდნობით პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
• ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; ალ.ყაზბეგის #47 (მეტრო დელისთან ახლოს);
• სამუშაო გრაფიკი: სრული (საჭიროებისამებრ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი);
• კომპანიის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-19:00; კვირა დასვენება;
• თანამშრომლის სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5დღე; 35 საათი;
• ანაზღაურება: გამომუშავებით; საკომისიო თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან;
მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 1500ლარი (შესაძლებელია ბევრად მეტის გამომუშავება; დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე);
• ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო დროს უზრუნველყოფს კომპანია;
• განცხადებების ატვირთვის საფასურს უზრუნველყოფს კომპანია;
• საჭიროებისამებრ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება;
თუ დაინტერესდით და პასუხობთ ზემოხსენებულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@brokerage.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!