
სუპერმარკეტი ზონა "26" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:
1. დღის კონსულტანტი
სამუშაო საათები: 09:00 - 20:00 (დღეგამოშვებით)
ძირითადი მოვალეობები:
— მიღებული პროდუქციის თაროზე განთავსება;
— პროდუქციის ვადების კონტროლი;
— მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
დღიური ანაზღაურება: 25 ლარი
2. ღამის მოლარე-ოპერატორი
სამუშაო საათები: 20:00 - 09:00 (დღეგამოშვებით)
დღიური ანაზღაურება: 30 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
— ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
— სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
— დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სვანეთის უბანი (საბჭოს მოედანთან ახლოს).
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: surmavaavtandil@gmail.com 2021 წლის 24 იანვრით ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.