ქართული Русский English

DIGITAL TV - ინსტალატორი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე, ზესტაფონში, ხარაგაულში, საჩხერეში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ქუთაისში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში. DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს. ფუნქცია-მოვალეობები — კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთსვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება. — გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი. — მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები — საკუთარი ავტომობილის ყოლა — სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევები — დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა; — კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. შერჩევის ეტაპები: — გასაუბრება — სტაჟირება ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი სამუშაო განაკვეთი: სრული დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება. განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი ავტობიოგრაფია (CV).

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 11.01.2021