ქართული Русский English

ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ლაბორატორია "მულტიტესტი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინრის თანამდებობის დასაკავებლად. ლაბორატორია "მულტიტესტი" უზრუნველყოფს გამარჯვებული პრეტენდენტის ტრეინინგს (ლაბორატორიული ხელსაწყოების ინსტალაცია, დაკალიბრება, შეკეთება). ტრეინინგები ჩატარდება პერიოდულად (მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში). აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს (როგორც გეგმიურ ასევე მოთხოვნის შემთხვევაში) საქართველოს რეგიონებში. მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ: — ასაკი: 25-50 წლის — განათლება: უმაღლესი, ინჟინერი (პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელსაც გააჩნია გამზომი და/ან ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინრად მუშაობის გამოცდილება) — უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (პრეტენდენტს თავისუფლად უნდა შეეძლოს აღნიშნულ ენებზე კომუნიკაცია, როგორც ზეპირად ასევე წერილობით) — კომპიუტერი: საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც ასევე ფლობს სხვა კომპიუტერულ პროგრამებს) პირადი თვისებები: — კომუნიკაბელური — ორგანიზებული — განვითარებაზე ორიენტირებული დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით, ინგლისურ ენაზე, მისამართზე: info@multitest.ge განაცხადების მიღება წარმოებს 2021 წლის 15 იანვრამდე .

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 24.12.2020