ლაბორატორია "მულტიტესტი" აცხადებს ვაკანსიას ნიადაგმცოდნეს/აგროქიმიკოსის/აგრონომის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
— ნიადაგის საველე გამოკვლევა;
— ნიადაგის რელიეფური შეფასება;
— ნიადაგის შეფასება ჭრილების მიხედვით;
— ლაბორატორიული ანალიზებისთვის დამახასიათებელი ნიმუშების აღება მეთოდიკის მიხედვით;
— გამოცდის ლაბორატორიული ოქმის ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის და/ან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების მიზნით.
მთავარი მოთხოვნები:
— სპეციალობა: ნიადაგმცოდნე ან აგროქიმიკოსი ან აგრონომი;
— კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
— ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
— უპირატესობა მიენიჭებათ აღნიშნული პროფესიით სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსების სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@multitest.ge
რეზიუმეების გამოგზავნის საბოლოო ვადა: 15.02.2021