
გზის სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: აბასთუმანი
კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის ტრანსპორტირების, კვებისა და საცხოვრებელი ფართის ხარჯების ანაზღაურებას.
ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
ობიექტის ინჟინერის მოვალეობები:
— პროექტების დაგეგმვის ეტაპზე საინჟინრო-ტექნიკური კუთხით ჩართულობა;
— პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული შესწავლა და სწრაფი რეაგირება.
— სამშენებლო ტექნოლოგიისა და ნორმების მუდმივი კონტროლი.
— მშენებლობის ხარისხის მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა.
— პროექტის მენეჯერთან ერთად რესურსების (მასალა, ტექნიკა, ადამიანური რესურსი) დაგეგმვა და კონტროლი;
— პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
— პროექტში განსახორციელებელი ცვლილებების შეფასება და ადგილზე შესწავლა.
— პროექტებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური ცვლილებების შესახებ დამკვეთთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და ცვლილებების დასაბუთების პროცესში მონაწილეობა;
— საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიასთან ურთიერთობა და ცვლილებების საჭიროების დასაბუთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის განხრით.
— არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია.
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
— კარგი მენეჯერული თვისებები.
— გუნდური მუშაობის უნარი.
— გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
— ორგაზინებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
— კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
— დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 25 თებერვლამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ელ-ფოსტის მისამართზე: hr_company1@yahoo.com. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.