"ომეგა მოტორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილის ტექნიკოსის (ხელოსანი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
— სერვისში შემოსული ავტომობილების დიაგნოსტიკა;
— სერვისში შემოსული ავტომობილების სავალი ნაწილის გაუმართაობის მიზეზების დადგენა;
— სერვისში შემოსული ავტომობილების შეკეთება მოთხოვნის შესაბამისად;
— სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
— სერვის-მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საავტომობილო სერვისის სფეროში;
— სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
— სასურველია უცხო ენების ცოდნა.
უნარები:
— დროის მართვის უნარი;
— პუნქტუალურობა;
— ორგანიზებულობა.
ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: digitalmarketing@omegamotorgroup.ge ან დაგვიკავშირდით 592 269 565.