რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე, როგორც დროებითი, ასევე, მუდმივი თანამშრომლობისთვის.
მოთხოვნები:
— მუშაობის გამოცდილება პრომოდ;
— რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა; (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
— კომუნიკაბელური, აქტიური, ენერგიული, შრომისმოყვარე.
პიროვნული უნარები:
— გამართული მეტყველების უნარი;
— თავაზიანი, კეთილგანწყობილი;
— ორგანიზებული და მოწესრიგებული;
— ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:
— მომხმარებლის მოზიდვა და მისი დაინტერესება;
— პროდუქციის გაცნობა მომხმარებლისთვის;
— პოტენციურ მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
— რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
— ობიექტზე შესრულებული სამუშაო დავალების რეპორტინგი მენეჯერთან; (სიტყვიერი).
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო დრო: 6 საათი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ. მისამართზე:
hr.kobuleturi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.