სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საშუალებების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
პოზიცია: კატეგორიის მენეჯერი
კოდი: AKH-CM-04
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
— პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვების პროცესების მართვა
— ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე
— პროდუქციის ასორტიმენტის გამდიდრებაზე ზრუნვა
— ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა
— შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა
— ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
— გაყიდვების დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი
— ბრენდების განვითარებისათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი
— წლიური გეგმების, ბიუჯეტების მომზადება პროდუქციის და ბრენდების მიხედვით
— შეთავაზების კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, პრეზენტაციების და ა.შ. მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის
— პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი ანალიზი
— სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი
— ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო), კონკურენტების ანალიზი
— ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე
— მობრუნებების და ვადაგასული პროდუქტის კონტროლი კატეგორიების მიხედვით
— პროდუქტის ფასნამატის დადგენა, კატეგორიის ჯგუფის საერთო მარჟინალობის ანალიზი გაყიდვების სამსახურთან ერთად
— კატეგორიაში ჯგუფის და ასევე მომწოდებლის პორტფოლიოს მომგებიანობის ანალიზი
— არსებული ასორტიმენტის ანალიზი, პორტფოლიოს განახლებით (ახალი სახეობების დამატება, ნაკლებად რეალიზებადი და არალიკვიდური პროდუქციის ამოღება). რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება
— საკუთარი ობიექტების კონკურენტი ქსელების მონიტორინგი
— კატეგორიაში ახალი მომგებიანი პროდუქტების განვითარება
— სხვა შეთანხმებული პარამეტრების შესრულების ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონიტორინგი და გადახრების გამოვლენა
— სხვადასხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება
— არსებული მომწოდებლის პროდუქტის პორტფოლიოს სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება
— საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი დამატებითი ფუნქციების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და ფუნქციების ფარგლებში.
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
— სასურველია აკადემიური განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
— მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის ან პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია B2B სფეროში
— სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სავალდებულოა ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა
— სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
— სავალდებულოა სტრატეგიული აზროვნების უნარი, გამართული მეტყველების უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, დაგეგმარების უნარი, მონიტორინგის უნარი.
ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, პრეზენტაბელურობა, გუნდურობა, ინოვაციური მიდგომა, შედეგზე ორიენტირებულობა, შემოქმედითობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდდამხოლოდ დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არ გადაეცემა მესამე მხარეს და ვაკანსიის დახურვის შემდეგ არ შეინახება მონაცემთა ბაზაში.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნული მიზეზით თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას/დამუშავებას, გთხოვთ, განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:
vacancy@akhalikhedva.ge 2020 წლის 2 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში (subject) სათაურად მიუთითოთ - "კატეგორიის მენეჯერი".
წარმატებას გისურვებთ!