
"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციებია:
— არსებული პორტფელის გაზრდა, ახალი კლიენტების მოძიება, სალიზინგო პროდუქტების გაყიდვა;
— კლიენტებთან გრძელვადიანი, ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა;
— სალიზინგო აქტივებზე რეკომენდაციების გაწევა, შერჩევაში ხელშეწყობა;
— ლიზინგის პროექტების მომზადება, დამტკიცება და გაცემის პროცესის კოორდინირება;
— სალიზინგო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.
სასურველი კანდიდატის პროფილი:
— ბიზნეს დაკრედიტებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია SME მიმართულებით.
— კარგად განვითარებული მომსახურების, გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
— ინტერესი სალიზინგო აქტივების მიმართ (სამშენებლო ტექნიკა, დანადგარები, ქარხნები, ავტომობილები, ა.შ.)
— ფინანსური უწყისების საბაზისო ცოდნა;
— ენების ცოდნა: ინგლისური / რუსული - კარგად
— განვითარებაზე ორიენტირებული, თვითმოტივირებული, ინტერესიანი და პოზიტიური.
— უმაღლესი განათლება ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2021 წლის 12 იანვრისა გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.