
შპს "მეკერმე" (სასოფლო სამეურნეო, საოჯახო ფერმის ინვენტარის და სხვა პროდუქტის იმპორტიორი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
— პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა
— კლიენტების ბაზების შექმნა, მოლაპარაკების წარმართვა, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა, პროდუქციის შეთავაზება;
— გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, დამატებითი გაყიდვების არხების მოძიება.
— გასაყიდი საქონლის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა.
— გასაყიდი აქტივობების დაგეგმვა, სოციალური მედიის როლის გათვალისწინება გამოყენება;
— არსებული კლიენტების შენარჩუნება, მართვა
— ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა.
— გაყიდვების ანგარიშების მოხსენება, აღრიცხვა კონტროლი.
— გაყიდვების კონსულტანტების დახმარება კონსულტაცია, ცოდნის გაზიარება.
— ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მაღაზიის კონტროლი, მართვა საქმიდან გამომდინარე მოთხოვნების შესაბამისად.
— სხვა დამატებითი საქმიდან გამომდინარე საჭიროებების და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
— გაყიდვების სხვადასხვა მეთოდების ცოდნა (ტრადიციული და თანამედროვე გაყიდვების მეთოდები, სოც. მედია ა.შ)
— ბიზნესის, პროექტების და გაყიდვების მართვის ცოდნა.
— უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირება ან ეკონომიკაში სასურველია.
— ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint)
დამატებითი მოთხოვნები:
— საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
— ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
— დიდი ინფორმაციის მიღება და სწრაფი ანალიზის უნარი.
— კეთილგანწყობილი, კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის კარგი უნარი.
— ორგანიზებულობა;
— გუნდში მუშაობის უნარი;
— დროის ეფექტურად მართვის უნარი.
— დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება მოლაპარაკების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: ioseb.mateshvili@mekerme.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.