
გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარეობით ლიდერია საქართველოს ბაზარზე საგზაო-სამშენებლო მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
— საკადრო საქმისწარმოება (თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, როტაცია, შრომითი ხელშეკრულება და სხვ.) შესაბამისი ბრძანების ფორმირება (მივლინება, სახელფასო დანამატი, ჯარიმა და ა.შ.)
— ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება
— კომპანიაში არსებული პროცედურების დოკუმენტურად გაწერა; თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა, დამუშავება, პერიოდული განახლება;
— რეკრუტინგი - თანამშრომელთა შერჩევა, ტესტირების და გასაუბრებების ორგანიზება;
— კომპანიაში არსებული ბენეფიტებისა და თანამშრომლების მოტივაციისთვის საჭირო კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების პროცესში უშუალო ჩართულობა და პროცესების მართვა
— ორგანიზაციის კორპორატიული კულტურის შემუშავება; თანამდებობრივი ინსტრუქციების გაწერა
— ბანკებთან (ახალი თანამშრომლისთვის სახელფასო ბარათის დამზადება, განაცხადის შევსება, ბარათის გააქტიურება, მიწოდება თანამშრომლისთვის)
— მომსახურე სატელეფონო კომპანიები (ნომრის გააქტიურება, პაკეტის განსაზღვრა, ლიმიტის კონტროლი და ა.შ.)
ძირითადი მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება;
— პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
— საოფისე პროგრამების ცოდნა
— ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: bvacancygroup@gmail.com წლის 1 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სპეციალისტი".