ქართული Русский English

მარკეტინგის მენეჯერი 2500 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება წლის ჭრილში — ბრენდინგის, დიზაინის, საკომუნიკაციო მასალების დაგეგმარება და მართვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში — მაღაზიის სეზონური კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება — მარკეტინგის გუნდის მართვა — მედია გეგმის შემუშავება და მართვა — მედია სააგენტოებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა — კომპანიის პარტნიორ უცხოურ ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება — კონკურენტების კვლევა — ყოველთვიური/კვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: — უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით — მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში ან ჰორეკა ბიზნესში — გასტრონომიის ტენდენციებისა და საფუძვლების ცოდნა — გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი — გუნდის მართვის უნარი — ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ანაზღაურება: 2300-2500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 29.12.2020