ქართული Русский English

Modern House - გაყიდვების მენეჯერი / ჯგუფის უფროსი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "Modern House" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია "Modern House" 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, საბათქაშე მასალებს, საღებავებს, წებო-ცემენტებს, სახანძრო რეზერვუარებს, ბინაში და სასტუმროს ნომრის შესასვლელ კარებს, სახანძრო კარებს, ლესვითი სამუშაოების სერვისს და ა.შ. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: WEBER ( saint gobain), Falez, kupcelik, Entegre, Power mix, Mantosiva, Isiklar. ძირითადი მოვალეობები: — არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაციის გასაზრდელად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მის დანერგვაზე ზრუნვა; — არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი; — გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა; — კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; — გაყიდვების გუნდისთვის გეგმების გაცნობა; — თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება; — მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება; — გარე გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ. ძირითადი მოთხოვნები: — აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; — საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; — სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები — კომუნიკაბელური; — დეტალებზე ორიენტირებული; — ორგანიზებული; — ოპერატიული; — განვითარებაზე ორიენტირებული; — მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: irakli@modernhouse.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 06.01.2021