ქართული Русский English

საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე, თბილისში. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე. სამუშაო დროის დასაწყისი: 04:00. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — აგრარულ ბაზარ "დეზეტირში" არსებული საბითუმო გაყიდვების პუნქტიდან (საბითუმო საწყობი) ყოველდღიურად პროდუქციის რეალიზაცია, რაც მოიცავს უშუალოდ ბოსტნეულით ვაჭრობას. — საბითუმო ბაზარში ვაჭრობის დაწყებამდე (დილის 04:00 საათი) ბაზრის ფასების მონიტორინგი, კონკურენტების ფასების შესწავლა და იმდღევანდელი გაყიდვების სტრატეგიის დასახვა. — ფიზიკურად ბოსტნეულის მყიდველებისათვის გადატვირთვა და მიწონვა, დამხმარე პერსონალთან ერთად. — ბოსტნეულის საწარმოდან მიღება, ფიზიკურად მონაწილეობა მიღების პროცესში. — საბითუმო გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა. — კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის საუკეთესო ფასით გაყიდვა. — კლიენტთა ბაზის წარმოება. — იურიდიული და ბუღალტრული საკითხების უზრუნველყოფის კონტროლი კლიენტებთან (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, სალაროს ჩეკი და ა.შ.). — შემოსული თანხების კონტროლი. — ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი და აღრიცხვა, ინფორმაციის ზემდგომისთვის მიწოდება. — აგრარულ ბაზარში შესყიდვების პროცესში ჩართულობა, რაც მოიცავს საბითუმოდ საჭირო პროდუქციის საუკეთესო პირობებით შესყიდვას. — პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე. — სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება. — პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე იცავდეს შრომის უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს. საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: — საშუალო განათლება; პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად. — გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სასურველია გამოცდილება საკვები პროდუქტების ვაჭრობის სფეროში. — დოკუმენტ-ბრუნვის წარმოების უნარი. — პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა. — მოლაპარაკებების წარმოების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@gah.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი".

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 17.11.2020