ქართული Русский English

შიდა პროცედურების განვითარების სპეციალისტი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე შიდა პროცედურების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: — არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, მოდელირება; — დეპარტამენტებისა და სამსახურების ფუნქციების ეფექტურად ურთიერთდაკავშირება; — ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების/ოპტიმიზაციის მიზნით, პროცედურული და ტექნიკური ცვლილებების დაგეგმვა; — პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი კონტროლების შემუშავება; — შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მომზადება; — შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შეთანხმება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან; — საოპერაციო რისკების მართვის კომიტეტის დღის წესრიგის მართვა; კომიტეტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი; — საოპერაციო ინციდენტების მართვისა და რეპორტინგის პროცედურის შემუშავება; — ბიზნესის უწყვეტობის გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება; — პროგრამული წვდომის უფლებების გაწერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სრული უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებაა ბიზნესის ადმინისტრირება ან ფინანსები); — მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება; — სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; — სასურველია IT პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; — კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი; — პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი — სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი — კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი — სასურველია ექსელის კარგი ცოდნა პიროვნული მახასიათებლები: — ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; — ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; — რთული ტექნიკური საკითხების ოპტიმალურად გადაჭრის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი დონე; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 11.11.2020