ქართული Русский English

მართვა, ხელმძღვანელები, უმაღლესი მენეჯმენტი - ვაკანსიები - თბილისი

ვაკანსიების ძებნა
მენეჯერი 700 ლარი
თბილისი სწრაფი ნახვა
AUTO TRANSFORM 07.08.2021
AUTO TRANSFORM
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები : 1. მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა; 2. მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა; 3. მაღაზიის პერსონალის მართვა; 4.მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; 5. ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა; 6. სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა; 7. მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა; 8. გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში; 9. დამტკიცებული პროცედურების/შინაგანაწესის დაცვა; სამუშაო განაკვეთი:სრული. ანაზღაურება : 700-900ლარი. გამოცდილება : 2-3 წელი.
07.08.2021
კონტაქტები:
ტელეფონი: 558107521
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, ძირითადი მოვალეობები: — პროექტის მართვა და მონიტორინგი თითოეულ ეტაპზე; — საწარმოს დაგეგმარებაში/მშენებლობის ხელმძღვანელობა; — სტრატეგიული მიზნების დასახვა, შესაბამისი საოპერაციო გეგმების შემუშავება და მართვა; — თანამშრომლების შერჩევა და გადამზადების პროცესში ჩართულობა; — პროექტის მიმდინარეობის კონტროლი; — დისტრიბუციის არხების შექმნა და მართვა; — კომპანიის ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი; — მომსახურების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი; — პროდუქციის დამზადება მისი მონიტორინგი და უშუალო ჩართულობა; — კომუნიკაცია არსებულ პოტენციურ პარტნიორებთან. პროექტის მენეჯერისთვის სავალდებულოა: — უმაღლესი განათლება; — პროექტების მართვის გამოცდილება; — ინგლისური/რუსული ენების ცოდნა; — უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ცოდნა აგრონომიის მიმართულებით; — სამუშაო გამოცდილება ალკოჰოლური პროდუქციის სექტორში. საჭირო უნარ-ჩვევები: — ორგანიზებული; — პუნქტუალური; — დეტალებზე ორიენტირებულობა; — დროის სწორი მართვის უნარი; — შრომისმოყვარე; — გუნდური მუშაობის უნარი; — მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარის მქონე. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე : info@cpg.ge; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
19.03.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დირექტორი 2000 ლარი
თბილისი სწრაფი ნახვა
კომპანიის ლოგო 08.02.2021
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
საწარმო აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: — კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე კომერციული მიზნების და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე შესრულების კონტროლი; — ბანკებთან ურთიერთობის კონტროლი; — ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა; — კომპანიაში არსებული პროცესების ზედამხედველობა; — ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; — დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი; — საბაჟო პროცედურების წარმოება; — RS.ge-ზე გატარებული ოპერაციების კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; — უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში); — დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები (გაყიდვების, პროექტის მართვის, და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე); — გაყიდვების/შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; — უცხო (ინგლისური, რუსული) ენების ფლობა; — საოფისე პროგრამების ფლობა; — ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; — ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: — გუნდის მართვის უნარი; — დელეგირების უნარი; — დროის მართვის უნარი; — დამაჯერებელი საუბრის მანერა; მოლაპარაკებების წარმოების უნარი; — კომერციული აზროვნების უნარი სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: 2000 ლარი კომპანიის შესახებ: კომპანია ახდენს პოლიეთილენის ბოთლების და პრეფორმების წარმოება-რეალიზებას გთხოვთ CV მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancynp89@gmail.com
08.02.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — პროექტის განხორციელების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება; — საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა; — პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა; — პროექტის გუნდის მართვა; — პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ადმინისტრირება; — დროის მენეჯმენტის გაწევა (პროექტის დედლაინების მონიტორინგი); — პროექტის მსვლელობისას დროის და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი; — პროექტთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება; — პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა; — პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა; — პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების განხორციელების სფეროში — უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში; — ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სხვა მოთხოვნები: — პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა; — მოტივირებულობა; — ორგანიზებულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — გუნდში მუშაობის უნარი; — დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; — მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი. განაცხადის შემოტანის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: — რეზიუმე (СV); — უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; — სამოტივაციო წერილი; შერჩევის ეტაპები: — მიღებული CV-ს და სამოტივაციო წერილის გადარჩევა; — ინდივიდუალური გასაუბრება. სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 - 18:00 გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: sakhli13@hotmail.com ა.წ. 25 თებერვლამდე. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".
07.02.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბიზნეს ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი ფუნქციები: — გუნდის მართვა, მენტორობა — გუნდთან ერთად, შერჩეულ სექტორში, მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოება, სალიზინგო პორტფელის გაზრდა/მართვა; — მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა და მათზე მორგებული პროდუქტის (აქტივი, ბრენდი) შეთავაზება (მნიშვნელოვანია კონკრეტულს სექტორის ცოდნა, მგ: სამშენებლო, გადაზიდვები) — კლიენტების მოძიება, მათთან გრძელვადიანი, ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება; — ლიზინგის პროექტების მომზადება, დამტკიცება და გაცემის პროცესის კოორდინირება; სასურველი კანდიდატის პროფილი: — ბიზნეს დაკრედიტებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია SME მიმართულებით. — კარგად განვითარებული მომსახურების, გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების უნარი. — ინტერესი სალიზინგო აქტივების მიმართ (სამშენებლო ტექნიკა, დანადგარები, ქარხნები, ავტომობილები, ა.შ.) — ფინანსური უწყისების საბაზისო ცოდნა; — ენების ცოდნა: ინგლისური / რუსული - კარგად — განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, ინტერესიანი და პოზიტიური. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2021 წლის 17 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
04.02.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
სასტუმრო "რედისონ ქოლექშენ" წინანდალში აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის/HR კოორდინატორის პოზიციაზე. ადგილი: წინანდალი. ვეძებთ მოტივირებულ პირს, რომ შეასრულოს გენერალური მენეჯერის პირადი ასისტენტისა და HR კოორდინატორის როლს. წარმატებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი უნარები: — კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების შესანიშნავი უნარი — აუცილებელია კარგად ფლობდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, როგორც წერილობით, ისე ზეპირად — კომპიუტერის შესანიშნავი ცოდნა — კარგი ორგანიზაციული უნარები — შეუძლია დამოუკიდებლად და შემოქმედებითად მუშაობა — აქტიური პიროვნება — კარგი ანალიტიკური უნარები — ძლიერი ფოკუსირება ხარისხზე და დეტალებისადმი ყურადღება — გამოცდილება მსგავს პოზიციებზე ჩაითვლება პრიორიტეტად. განმცხადებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პოზიციით და რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნონ CV ინგლისურ ენაზე, ელფოსტაზე: hr@silkroad.ge და აღნიშნონ პოზიციის დასახელება. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 მარტი, 2021 წ. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
22.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო 22.01.2021
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კერძო დაცვის სამსახური, რომელიც 2006 წლიდან საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 ანაზღაურება: 1000 ლარი აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება, სასურველია "HR პოზიციაზე" მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; — ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; — საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა (სასურველია); — საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, Power point; — უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: — კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა; — შემუშავებული HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების საჭიროებისამებრ განახლება; — ​სახელფასო უწყისების ადმინისტრირება; — სადაზღვევო და სოციალური ბაზების კონტროლი; — აწარმოოს HR სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება; — თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება; — თანამშრომელთა ბაზის წარმოება და ადმინისტრირება; — საჭიროებისამებრ უზრუნველყოს შექმნილი სამუშაო აღწერილობის განახლება; — განიხილოს თანამშრომლების შიდა განცხადებები და მოახდინოს დროული რეაგირება; — საკადრო ბრძანებების, მათ შორის შვებულების ბაზის კონტროლი; — ხელი შეუწყოს არსებული ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2021 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "HR სპეციალისტი" და თქვენი სახელი, გვარი გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!
22.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ყველა კატეგორია

ყველა კატეგორია დისტანციური მუშაობა ვაჭრობა, გამყიდველები, კონსულტანტები კვება, რესტორნები, კაფეები ტურიზმი, სასტუმროები, გართობა განათლება, მასწავლებლები მუშა პერსონალი ტექნიკური სპეციალობები მომსახურების სპეციალისტები მძღოლები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა კავშირგაბმულობა, ოპერატორები ადმინისტრაცია და მენეჯმენტი ბუღალტერია, აღრიცხვა, ფინანსები მარკეტინგი, რეკლამა, პიარი IT, ინტერნეტი, პროგრამირება მედიცინა, ფარმაცევტიკა წარმოება უსაფრთხოება, დაცვა იურისტები სახელმწიფო სამსახური მართვა, ხელმძღვანელები, უმაღლესი მენეჯმენტი სამუშაო სტუდენტებისთვის სხვა
კატეგორიების ჩამოშლა კატეგორიების აკეცვა
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" ქ. გურჯაანში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: — დაქვემდებარებული პერსონალის მართვა — სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა — სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა — მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით — მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება — სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში. — საოფისე პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები: — ორგანიზატორული უნარ-ჩვევები — გუნდური მუშაობის უნარები — კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები. პიროვნული თვისებები: — კომუნიკაბელური — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა — დეტალებზე ორიენტირებული — აკურატული — ენერგიული. დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
18.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
შპს "მეკერმე" (სასოფლო სამეურნეო, საოჯახო ფერმის ინვენტარის და სხვა პროდუქტის იმპორტიორი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში. ფუნქცია-მოვალეობები: — პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა — კლიენტების ბაზების შექმნა, მოლაპარაკების წარმართვა, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა, პროდუქციის შეთავაზება; — გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, დამატებითი გაყიდვების არხების მოძიება. — გასაყიდი საქონლის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა. — გასაყიდი აქტივობების დაგეგმვა, სოციალური მედიის როლის გათვალისწინება გამოყენება; — არსებული კლიენტების შენარჩუნება, მართვა — ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა. — გაყიდვების ანგარიშების მოხსენება, აღრიცხვა კონტროლი. — გაყიდვების კონსულტანტების დახმარება კონსულტაცია, ცოდნის გაზიარება. — ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მაღაზიის კონტროლი, მართვა საქმიდან გამომდინარე მოთხოვნების შესაბამისად. — სხვა დამატებითი საქმიდან გამომდინარე საჭიროებების და დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. — გაყიდვების სხვადასხვა მეთოდების ცოდნა (ტრადიციული და თანამედროვე გაყიდვების მეთოდები, სოც. მედია ა.შ) — ბიზნესის, პროექტების და გაყიდვების მართვის ცოდნა. — უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირება ან ეკონომიკაში სასურველია. — ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint) დამატებითი მოთხოვნები: — საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი; — ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; — დიდი ინფორმაციის მიღება და სწრაფი ანალიზის უნარი. — კეთილგანწყობილი, კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის კარგი უნარი. — ორგანიზებულობა; — გუნდში მუშაობის უნარი; — დროის ეფექტურად მართვის უნარი. — დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: განისაზღვრება მოლაპარაკების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: ioseb.mateshvili@mekerme.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
10.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანიის ლოგო სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "Modern House" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია "Modern House" 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, საბათქაშე მასალებს, საღებავებს, წებო-ცემენტებს, სახანძრო რეზერვუარებს, ბინაში და სასტუმროს ნომრის შესასვლელ კარებს, სახანძრო კარებს, ლესვითი სამუშაოების სერვისს და ა.შ. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: WEBER ( saint gobain), Falez, kupcelik, Entegre, Power mix, Mantosiva, Isiklar. ძირითადი მოვალეობები: — არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაციის გასაზრდელად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მის დანერგვაზე ზრუნვა; — არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი; — გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა; — კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; — გაყიდვების გუნდისთვის გეგმების გაცნობა; — თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება; — მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება; — გარე გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ. ძირითადი მოთხოვნები: — აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; — საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; — საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; — სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება. პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები — კომუნიკაბელური; — დეტალებზე ორიენტირებული; — ორგანიზებული; — ოპერატიული; — განვითარებაზე ორიენტირებული; — მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: irakli@modernhouse.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
06.01.2021
კონტაქტები:
ელ. ფოსტა:
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მომხმარებლები

გსურთ თქვენი რეზიუმეს განთავსება აქ? პროფილის შექმნა
1