ქართული Русский English

სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
კომპანია ბაზარზე ოპერირებს 10 წელია და მასში დასაქმებულია 40-მდე თანამშრომელი. ძირითადი მოვალეობები: — ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და მისი განხორციელების პროცესის მართვა; — კომპანიის ერთიანი სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება; — კომპანიის წინაშე მდგარი რეპუტაციული რისკების, საფრთხეების განხილვა და რეაგირების გზებზე შეთანხმება; — კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება; — კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა; — კომპანიის სარეალიზაციო ქსელში, ყველა ძირითად სავაჭრო არხზე (საცალო, კორპორატიული, საბითუმო) ახალი პროდუქტების დამატების შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების დამტკიცება; — კატეგორიების მიხედვით, ფასწარმოქმნის, პროდუქციის მარჟებისა და გაყიდვების გეგმების რეგულაციების ჩამოყალიბება; — კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება. ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად; — მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე - კომერციული მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა; — მუშაობის გამოცდილება B2B სფეროში; — ფინანსების მართვის გამოცდილება; — ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; — უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: — ადამიანური რესურსების ორგანიზების და მართვის უნარი; — გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი; — ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული; — სისტემური აზროვნების უნარი; — შედეგზე ორიენტირებული; — ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — მაღალი ემოციური ინტელექტით; — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — მოტივაციური ანალიზის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 სთ. ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hrvacancytm@gmail.com 2020 წლის 7 ივნისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 07.05.2020