ქართული Русский English

Front Desk Receptionist - სასტუმროს ადმინისტრატორი 500-800 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ვაკანსია კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (Front Desk Receptionist) პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: მხოლოდ ღამის სმენები ყოველი მე-3 ღამე ძირითადი მოვალეობები: ● სასტუმროს მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან; ● შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ● უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება; ● დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება; ● სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ● სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ● ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; ● უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს); ● აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა; ● აწარმოოს ყოველდღიური რეპორტი; ● აკონტროლოს გადახდები და ინვოისები. ● აწარმოოს ყოველდღიური აუდიტი და სალაროს ნაშთის მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; • საოფისე პროგრამების ცოდნა; • სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. პიროვნული უნარ-ჩვევები: • ყურადღებიანი; • დეტალებზე ორიენტირებული; • მობილიზებული; • კომუნიკაბელური; • კეთილგანწყობილი. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტს; კვებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გისურვებთ წარმატებებს!

კონტაქტი

ტელეფონი 599990706
ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 14.01.2022