
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.
შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
კომპანიის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ, საიტზე: http://fabrica1900.ge/
„ფაბრიკა 1900“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის თანამდებობაზე.
ვაკანტური ადგილების ოდენობა: 2
მოვალეობები
პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა;
მოთხოვნები
იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (6-12 თვე);
მართვის მოწმობა - B კატეგორია;
სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი;
პიროვნული უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები
ანაზღაურება: 800 ლარი (3 თვის შემდგომ 1000 ლარი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი; ტრანსპორტირებას თბილისიდან (დიდუბის მიმდებარე ტერიტორია) და პირიქით უზრუნველყოფს კომპანია;
სამუშაო სივრცე: წარმოების/წარმოების გარე ტერიტორია
ჩვენი კომპანიის, ვაკანტური თანამდებობისა თუ სამუშაო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და/ან დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ ( 0322122030; HR@fabrica1900.ge).
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს !