ქართული Русский English

კურიერი მოპედით 600 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ონლაინ მაღაზიას ესაჭიროება კურიერი საკუთარი მოპედით. შეკვეთების მიწოდება ხდება თბილისის მასშტაბით. მისატანი პროდუქცია მოიცავს სხვადასხვა აქსესუარებს. აუცილებელია გყავდეთ საკუთარი მოპედი და გქონდეთ ისეთი ზურგჩანთა, რომ პროდუქცია არ დაზიანდეს. სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: — კვირაში 4 დღე - თვეში გარანტირებული 400 ლარი + 2 ლარი ყოველი მიტანილი შეკვეთიდან (ანაზღაურებაში შესულია საწვავის ხარჯები) — კვირაში 5 დღე - თვეში გარანტირებული 500 ლარი + 2 ლარი ყოველი მიტანილი შეკვეთიდან (ანაზღაურებაში შესულია საწვავის ხარჯები). შეკვეთების გატანა ხდება დღეში ორჯერ, 12:00 და 5:00 საათზე. 12 საათზე გატანილი ყველა შეკვეთა უნდა იყოს მიტანილი 4 საათამდე. 5 საათზე გატანილი ყველა შეკვეთა უნდა იყოს მიტანილი 9 საათამდე. სამუშაო დღე დასრულდება მაშინ, როდესაც 5 საათზე გატანილი ყველა შეკვეთა იქნება მიტანილი ადრესატამდე. აუცილებელი მოთხოვნები: — უნდა იყოთ მშვიდი, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანი — ერკვეოდეთ თბილისის ქუჩებში, რადგან არ გვაქვს შესაბამისი აპლიკაცია ნავიგაციით. გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: sufrgeorgia@gmail.com

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 17.01.2021