
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მიწოდების ოფიცერი, მძღოლი-დისტრიბუტორი.
მოთხოვნები:
— მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
— B კატეგორიის მძღოლი
მოვალეობები:
— პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
— სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
— სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება)
— სავაჭრო წერტილებში პროდუქციის ეფექტური განლაგება და კონტროლი;
— ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
პიროვნული თვისებები:
— კომუნიკაბელურობა;
— პასუხისმგებლობა;
— პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
— გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე:
HR.kobuleturi@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!