ქართული Русский English

ექსპედიტორი 550 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის (ე.წ. "დასტავკა") პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40 ანაზღაურება: 550 ლარი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: — სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; — პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; — სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება. — ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — სასურველია უმაღლესი განათლება — სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — კომუნიკაბელურობა — დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი — დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აპრილი.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 21.03.2020