ქართული Русский English

კურიერი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
ქალაქი: თბილისი
კომპანია "Scroll" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში. მოთხოვნები: — მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი; — თბილისის უბნებისა და ქუჩების უბადლო მცოდნე; — B კატეგორიის მართვის მოწმობით (ფურგონის მართვა ჩაითვლება უპირატესობად); — დისტრიბუტორად მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება; — ჯანსაღი ფიზიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლება 17 კგ-იანი ათეულობით სკუტერის რეგულარულად დატვირთვა და ჩამოტვირთვა ფურგონიდან, პარტნიორთან ერთად; — უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს, კონკრეტულად კი რუკებს (მაგალითად google maps ან apple maps); — დღის ცვლასთან ერთად უნდა შეეძლოს ღამის ცვლაში მუშაობა. რა უნდა გააკეთოთ? — თბილისის უბნებში და მის ქუჩებში ელ. სკუტერების დისტრიბუცია, შემდგომ შეკრება, ფურგონში დატვირთვა და საწყობში დაბრუნება; — ფურგონის ოპერატორის (მძღოლის) მხარდაჭერა ქალაქის ქუჩებში მოძრაობისას, რათა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს ელ.სკუტერების დისტრიბუცია და ქუჩებში დანაწილება; — საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ელ. სკუტერების საწყობში დაბრუნება შესაკეთებლად; — გუნდის ზედამხედველებისგან კონსულტაციის თუ მითითების დროული შესრულება და განხორციელება; — მობილური აპლიკაციით და ვიზუალური დათვალიერებით ელ. სკუტერების შემოწმება; — კონკრეტულ აპლიკაციასთან და ელექტრონულ რუკასთან ეფექტური მუშაობა და მონაცემების ანალიზი. იცოდე, რომ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და ინოვაციურ პროექტზე, ამიტომ გახდები იმ ცვლილების ნაწილიც, რომელიც საქართველოს ქალაქებს უკეთესობისკენ შეცვლის. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@scroll.eco

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 03.05.2020