კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას შაშხების დამზადების უბნის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ნედლეულის წონების მიხედვით საჭირო რაოდენობის ხნარის ან/დ სანელებლების გამოთვლა და შესაბამისი უბნისთვის მიწოდება;
• ნედლეულის გასუფთავება, დაჭრა, შესატრუსად შესაბამის უბანზე გადაცემა;
• გატრუსული ნედლეულის შეკმაზვა, ცელოფნებში ჩალაგება, დავაკუუმება, დაპასპორტება და მაცივარში მოთავსება;
• შესაბამისი ნედლეულის დამარილება, დაყოვნება, მარილისგან გასუფთავება, ბადეებზე დალაგება, საჭიროებისამებრ შესაბოლად გადაცემა, უბანზე უკან მიღება და სანელებლებში ამოვლება;
• მეტალის ფორმებში მოთავსებული თერმულად დამუშავებული შუალედური პროდუქციის ფორმებიდან ამოღება, ცელოფნისგან გათავისუფლება და საჭიროებისამებრ პროდუქტის გასუფთავება;
• ნედლეულის წონების მიხედვით საჭირო რაოდენობის ხნარის ან/დ სანელებლების გამოთვლა და შესაბამისი უბნისთვის მიწოდება;
• ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
• სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საშუალო განათლება;
• წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ფიზიკურად მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (კვირამონაცვლეობით), პირველი კვირა 08:00-17:00; 16:30-01:30
• ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი
• კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ასევე 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:
jobs@nikora.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595707773