სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობში, 1C ოპერატორის პოზიციაზე. ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
— პროდუქციის შეყვანა 1C (ERP) პროგრამაში;
— შტრიხკოდების კონტროლი;
— rs.ge-დან მიღების დოკუმენტის ამოღება და საწყობისთვის მიწოდება;
— პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი;
— კლიენტის შეკვეთების დამუშავება.
— იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა.
— დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების) მოწესრიგება და ბუღალტერიისთვის თვის ბოლოს მიწოდება.
— თვის ბოლოს პროგრამის და პორტალის შედარება.
ძირითადი მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება (სავალდებულოა)
— აუცილებელია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
— სამუშაო გამოცდილება- 1C ოპერატორად მინიმუმ 1 წელი.
— სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა, სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
— აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა- 1C, Excel, Word, outlook
პიროვნული მახასიათებლები:
— მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
— პუნქტუალური და ოპერატიული;
— ანალიტიკური აზროვნების უნარი;
— მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.
— კომუნიკაბელურობა.
პირობები:
— სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები- ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00
— შაბათი - 10:30-18:00
— ანაზღაურება - 600 ლარი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ენუქიძის 5 (აფრიკის დასახლება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@logistica.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!