
სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბობკატის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი და მისი შემოგარენი
განაკვეთი: სრული
მუშაობის გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერილობა:
— ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა;
— ელექტროგადამცემი ხაზების საჰაერო ქსელის მშენებლობა;
— კავშირგაბმულობის მიწისქვეშა ქსელის მშენებლობა;
— კავშირგაბმულობის საჰაერო ქსელის მშენებლობა.
აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:
— ბობკატის მართვა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულება;
— ბობკატის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
— შრომითი განაწესის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
— "თაიმლაინების" და "დედლაინების" დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
— მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
— სასურველია ტექნიკური განათლება;
— ბობკატის მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
— დასახული ამოცანების ოპერატიულად შესრულების უნარი;
— გუნდში მუშაობის უნარი;
— ორგანიზებულობა;
— შრომისმოყვარეობა;
— დისციპლინირებულობა.
— პუნქტუალურობა;
— მოწესრიგებულობა.
ანაზღაურება: 70 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) ყოველ ნამუშევარ დღეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.tbilisi2019@gmail.com 2020 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.