ქართული Русский English

ფერმერი ჩაის პლანტაციაში 1200 ლარი

დაამატეთ რჩეულებში რჩეულებშია
"რენეგეიდ თიი ისთეით" წარმოადგენს ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანიას, რომელიც მართავს სამ სხვადასხვა პლანტაციას წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვაწარმოებთ საექპორტოდ განკუთვნილი მაღალი ხარისხის ბიო ჩაის. გვესაჭიროება ფერმერი ჩაის პლანტაციაში. პლანტაციაში თქვენ მოგიწევთ შეასრულოთ გუნდის ლიდერის და პლანტაციის მენეჯერის მიერ დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. მოთხოვნები: — სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის/სამშენებლო სექტორში ფერმერად/სპეციალისტად. — ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად მზადყოფნა. მოვალეობები: წლის განმავლობაში პლანტაციაში შესასრულებელი სტანდარტული სამუშაოები მოიცავს: რიგთაშორის ნიადაგის გაწმენდას სარეველებისაგან, სასუქის შესხურებას, კომპოსტის შეტანას, ჩაის ბუჩქების გასხვლსა და ღობეებისა და ჭიშკრების გამაგრება/შეკეთებას. საჭირო უნარები: — პატიოსნება და დისციპლინა — დეტალების მიმართ ყურადღებიანი — რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი — კარგი კომუნიკაციის უნარი — პრობლემების გადაჭრის უნარი. სამუშაო გრაფიკი: 40 სთ/კვირაში. ხელფასი: 1000-1200 ლარი დარიცხული, დამოკიდეულია კანდიდატის გამოცდილებაზე. გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მცირე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: cv@renegadetea.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შემდგომი გასაუბრებისთვის.

კონტაქტი

ელ. ფოსტა
გამოქვეყნების თარიღი 22.11.2020